საზოგადოება ,,სამართლებრივი სახელმწიფოსთვის’’ წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის მთავარი მიზანი ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა; საპოლიციო ღონისძიებებისა და მათ მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების სამართლებრივი საფუძვლების გამოკვლევა; სამართალდამცავი ორგანოების გამჭვირვალობისა და საზოგადოების წინაშე მისი ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, მართლმსაჯულების სტრუქტურების კონტროლი, პოლიციელთა, მოსამართლეთა, საჯარო მოსამსახურეთა, სახელმწიფო მოსამსახურეთა საქმიანობაში უკანონო ჩარევისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების ფაქტების მოკვლევა და მოხელეთა სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა გახლავთ.
საზოგადოება ,,სამართლებრივი სახელმწიფოსთვის’’ მზადაა, შეისწავლოს და გამოიკვლიოს ყოველმხრივ, ობიექტურად და სრულად მართლმსაჯულების სისტემის საქმიანობის სფეროები და გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რომელიც მიმართული იქნება სახელმწიფოში არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი ქაოსის აღმოფხვრისაკენ.
ყველა დაინტერესებულ პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ დაირღვა მისი კონსტიტუციით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებები სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, აქვს შესაძლებლობა, ატვირთოს მასალა (ტექსტდოკუმენტი, აუდი/ვიდეო ჩანაწერი,ფოტოფაილი) და ჩვენ უზრუნველვყოფთ არქივის შექმნას, რომელიც სამართლიანი სასამართლოს პირობებში გაიხსნება და დადგება სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.
მოცემული ველის მონიშვნის შემთხვევაში:
თანახმა ვარ, ჩემ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია გახდეს საჯარო - ჩვენ ჩავრთავთ უცხოელ პარტნიორებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა ამ პირობებში განხორციელდეს ზეწოლა უსამართლო სისტემაზე,
მსურს ჩემ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია იყოს კონფიდენციალური - ორგანიზაცია უზრუნველყოფს მისი კონფიდენციალურობის დაცვას. დავძენთ, რომ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში პრევენციული ზომების მისაღებად ორგანიზაცია გახსნის არქივიდან კონკრეტულ საქმეს.
აგრეთვე, აღვნიშნავთ, რომ შემოსული ინფორმაციის დაცულობა მაქსიმალურად უზრუნველყოფილია.